saqarTvelos mwvervalebi - mefiswyaro
მეფისწყარო - მესხეთის ქედის უმაღლესი მწვერვალი. მდებარეობს მესხეთის ქედისა და მისი ჩრდილოეთი განშტოების, ლობოროტის ქედის შესაყართან, მდინარეების სუფსისა და წაბლარისწყლის სათავეებთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მ. პირამიდისებურია. აგებულია შუაეოცენური, ანდეიტურგანფენებიანი ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-კონგლომერატებით. მეფისწყაროს ძირი და ქვედა კალთები შემოსილია სუბალპური ლიხით, შუა და ზედა - ალპური მდელოებით.
მეფისწყარო სამი მუნიციპალიტეტის – ჩოხატაურის, ადიგენისა და ვანის – საზღვარს წარმოადგენს. მეფისწყაროს სამხრეთით ორი ტბაა: ჯაჯის დიდი და მცირე ტბები. მწვერვალის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს კურორტი საირმე.